ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხი საქართველოს პარლამენტში (1995-2012).
დავით ლაცუზბაია

- საქართველოს პარლამენტის 1995 წ. 5 ნოემბერს არჩეულმა პარლამენტმა 1992 წ. 11 ოქტომბერს აფხაზეთიდან არჩეული 12 დეპუტატს უფლებმოსილება გაუგრძელა. ჩამოყალიბდა ფრაქცია „აფხაზეთი“ (თავმჯდომარე გ. ფაცაცია).
- საქართველოს პარლამენენტში 1992 11 ოქტომბრის არჩევნები მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემებით ე. წ. დახლეჩილი სიით ჩატარდა და მოხერხდა ოთხი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა. სულ აფხაზეთიდან არჩეულ იქნა 14 დეპუტატი: მალხაზ ბარამიძე (დემოკრატიული პარტია), ელგუჯა გვაზავა (მწვანეთა მოძრაობა), ოთარ ზუხბაია (ბლოკი „მშვიდობა“), ბორის კაკუბავა (ილია ჭავჭავაძის საზოგადოება), კონსტატინე სალია (ბლოკი „ეტთობა“), გივი ლომინაძე (ქარტია-91), ადა მრშანია (ბლოკი 11 ოქტომბერი), თამაზ ნადარეიშვილი (მაჟორიტარი, სოხუმი), ჯემალ საჯაია (მაჟორიტარი, სოხუმის რაიონი), გერმანე ფაცაცია (ტრადიციონალისტთა კავშირი), არნოლდ ფენდერავა (მაჟორიტარი, ოჩამჩირის რაიონი), ვახტანგ ყოლბაია (ბლოკი მშვიდობა), ანზორ წოწონავა (მაჟორიტარი, გულირიფშის რაიონი), ალექსანდრე საჯაია (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), შემდგომ კ. სალია პოე გენო კალანდიამ შეცვალა.
- 1996 წ. 4-17 აპრილს პარლამენტში აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე რამდენიმე ეტაპად ჩატარდა დებატები, რომელშიც 120-ზე მეტმა კაცმა მიიღო მონაწილეობა.
- პარლამენტის 1996 წ. 17 აპრილის დადგენილებით „აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ შექმნა „აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია“, რომელსაც დაევალა აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია. კომისიის პირველ თავმჯდომარედ 1996 წ. 31 მაისს აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვ. ყოლბაია.
- საქართველოს პარლამენტმა 1996 წ. 13 ივნისს მიიღო დადგენილება „აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის საფუძვლების, გამოსაკვლევ საკითხთა წრის, უფლებამოსილების ვადისა და წევრთა რაოდენობის შესახებ“.
- 1996 წ. 28 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“.
- 1996 წ. 2 ოქტომბერს პარლამენტმა შუალედურად შეაჯამა დეოკუპაციის პრობლემაზე ხელისუფლების მუშაობა და მიიღო დადგენილება „აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილების შესრულების თაობაზე“.
- პარლამენტი 1996 წ. 26 ნოემბერს განცხადებით გამოეხმაურა 23 ნოემბერს საქართველოში იგპ - დევნილთა მონაწილეობით გამართულ საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრას - პლებისციტს, რომელშიც 223 ათასმა ადამიანმა ერთხმად დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები და უკანონოდ ცნო ის.
- 1995-1999 წწ. ფრაქცია „აფხაზთი“ სხვადასხვა კუთხით იყო აქციების ინიციატორი. საპარლამენტო მოღვაწეობის პრაქტიკაში არაორდინალურად შეიძლება ჩაითვალოს ფრაქციის წევრების შიმშილობა, რომელსაც ფართო რეზონანსი მოჰყვა ქვეყანაში და საზღვარგარეთ. შედეგად პარლამენტმა მიიღო მიმართვა მოშიმშილე დეპუტატებისადმი და განცხადება ფრაქცია „აფხაზეთია“ წევრების მოთხოვნისადმი.
- პლებისციტის საფუძველზე პარლამენტმა 1996 წ. 25 დეკემბერს დაადგინა, რომ უფლებამოსილება უგრძელდება აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე.
- 1996 წ. 27 დეკემბერს პარლამენტი ღებულობს კანონს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“.
- 1997 წ. 30 მაისს პარლამენტმა დადგენილებით მიზანშეუწონლად მიიჩნია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციაში გამოყენება და 1 აგვისტოდან მათი გაყვანა მოითხოვა.
- 1997 წ. 5-8 ივლისს გამართულ ვარშავის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის შესახებ“.
- პარლამენტი 1998 წ. 1 აპრილის განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირები; აფხაზეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის დაწყებას.
- გალის რ-ში 1998 წ. 20-26 მაისს დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით 27 მაისს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა სეპარატისტულ რეჟიმთან ერთად ეკისრება დსთ-ს სამშვიდობო ძალებს.
- პარლამენტმა 1998 26 ივნისის განცხადებით გააპროტესტა რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული დადგენილება „სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე სასაზღვრო და საბჟო რეჟიმის ნორმალიზაციის აუცილებლობის შესახებ“ და რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში.
- 1989 წ. 28 ივლისს დროებითმა კომისისამ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და კონფლიქტებისა და სახელმწიფო მშენებლობის საკითხებში ლონდონის საინფორმაციო ცენტრთან (Links) ერთად ჩაატარა კონფერენცია თემაზე „ადგილნაცვალ პირთა მომავალი საქართველოში“. ასევე, მეორე მხრივ, მათ შორის Links-ის მიწვევით მოეწყო ჩასვლები ლონდონში, მადრიდში, ავსტრიაში და შეხვედრები ხელისუფლებისა და საქმიან წრეებთან.
- Links-ის ხელშეწყობით საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „ლაბირინთი“, რომელიც ასახავს 1989 წ. 20-26 მაისის გალის ტრაგედიას.
- პარლამენტმა 1999 წ. 2 თებერვლის განცხადებაში მსოფლიო საზოგადოების მორიგ შეცდომაში შეყვანა უწოდა სეპარატისთა მიერ 1 მარტიდან დევნილთ ცალმხრივი დაბრუნების გამოცხადებას. ამავე პრობლემაზე იყო საუბარი 5 მარტის განცხადებაშიც.
- საქართველოს პარლამენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს სტამბულის 1999 წ. ნოემბრის სამიტში, რომელშიც აფხაზეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული.
- 1996-1999 წწ. საქართველოს პარლამენტის აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით დროებითმა კომისიამ 23 განცხადება და მიმართვა მიიღო.
- 1996-1999 წწ. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის სახელზე შემოვიდა 2800-ზე მეტი განცხადება და ზეპირი თხოვნა დევნილთა საბინაო, სამედიცინო, განათლებისა, კულტურის, სურსათის გამოყოფის, მატერიალური დახმარების საკითხებზე, რომელთაგან 70%-ზე მეტი მთლიანად ან ნაწილობრივ დადებითად გადაწყდა.
- 1999 წელს კომისიაში მომზადდა და პარლამენტის ხელშეწყობით სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) გამოიცა მონოგრაფია „აფხაზეთის ლაბირინთი“ (ავტორები: ვ. ყოლბაია, დ. ლაცუზბაია, თ. ჭახრაკია, რ. გელანტია), რომელსაც მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია.
- დროებით კომისიასთან არსებობდა საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა დაიჯესტის „აფხაზეთი ქართულ პრესაში“ და „აფხაზეთი: ინფორმაციები, ფაქტები, მოვლენები“ გამოშვებას.
- 2001 წ. 27 სექტემბერს პარლამენტმა განცხადებით გააპროტესტა სოხუმის რეჟიმის მიერ 2001 წ. 24 ნოემბრისთვის დანიშნული ე. წ. სახალხო კრები არჩევნები.
- 2001 წ. 11 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, რომელშიც მიზანშეუწონლად მიიჩნია დსთ-ს სამშვიდობო ძალების შემდგომ ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე.
- 2002 წ. 28 თებერვლი განცხადებით პარლამენტმა მსოფლიო საზოგადოებას, გაეროს, ეუთოს მოუწოდა დაეგმოთ 2 მარტს აფხაზეთში მოსალოდნელი ე. წ. სახალხო კრების - აფხაზეთის პარლამენტის არჩევნები.
- 2002 წ. 20 მარტს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ“, სადა კვლავ მოითხოვა დსთ-ს სამშვიდობო ძალების, გუდაუთის სამხედრო ბაზის საქართველოდან გაყვანა და გააპროტესტა გუდაუთის რეჟიმისთვის მძიმე სამხერდო ტექნიკის გადაცემა.
- 2002 წ. 20 მარტს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „აფხაზეთში სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების გამო“.
- 2002 წ. 20 მარტს პარლამენტმა განცხადებით გააპროტესტა რუსეთის დუმის მიერ 6 მარტ მიღებული განცხადება „საქართველოში არსებული სიტუაციის გამო - მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო მონაწილეობასთან დაკავშირებით“.
- 2002 წ. 12 აპრილს პარლამენტმა მიიღო „მიმართვა გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და დსთ-ისადმი“, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის, კერძოდ, კოდორის ხეობაში ტექნიკის შეყვანის თაობაზე.
- 2002 წ. 26 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო „მიმართვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოსადმი“, რომელშიც გაპროტესტებულია 23 აგვისტოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.
- 2002 წ. 12 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო „მიმართვა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ნატოსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნებისადმი“, რომელშიც ნათქვამია, რომ 11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა გენერალურ შტაბს, თავდაცვის სამინისტრო დაავალა საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამხედრო ოპერაციის მომზადება.
- 2002 წ. 13 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.
- 2003 წ. 30 იანვარს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც დაგმო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან უვიზო რეჟიმის დაწესება და იქ რუსული პასპორტების გაცემის დაწყება.
- 2003 წ. 6 ივნის პარლამენტმა მიიღო დადგენილება „იგპ - დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“.
- 2003 წ. 16 ივლისს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „აფხაზეთში გაეროს წესდების VII თავის ამოქმედების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“.
- შემდგომში საქართველოს პარლამენტმა გააერთიანა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პრობლემები და 2004 წ. 25 ივნისის მიიღო დადგენილება „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“.
- აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართული დებატები და დისკუსიები: 2002 წ. 14-20 მარტი, 2003 წ. 30 იანვარი, 2003 წ. ივნისი.
- 2000-2004 წწ. დროებითი კომისიის ეგიდით და პარლამენტის მხარდაჭერით გამოიცა დოკუმენტთა სამტომეული - „აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში“ (1989-2004).
- დროებითი კომისიის ეგიდითა და პარლამენტის მხარდაჭერით 2000-2004 წ. გამოიცა დოკუმენტთა ორტომეული - „აფხაზეთის საკითხი საქართველოს პარლამენტში“ (1995-2004 წწ.).
- საქართველოს პარლამენტმა 2006 წ. 17 მარტს მიიღო დადგენილება „კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“.
- 2006 წ. 23 ივნის დროებითმა კომისია პარლამენტს წარუდგინა მორიგი ანგარიში, რაც იმით იყო აღსანიშნავი, რომ კომპლექსურად პირველად აისახა ის ძირითადი საკითხები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ეთნიკურ წმენდასა და გენოციდის ესხება. კომისია ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა: გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მასალების მოძიება და სისტემატიზაცია; სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული საქმეების შესწავლა და საქართველოს მაგალითზე მისადაგება; კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიღება; აფხაზეთის ქონების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების შესახებ დოკუმენტაციის მოპოვება; სამხრეთ ოსეთის რესტიტუციის შესახებ კანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობა; დსთ–დან საქართველოს გამოსვლის შემთხვევაში სავარაუდო პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების განსაზღვრა; დსთ–ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის დარღვევის ფაქტების მოძიება და ანალიზი; აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პერსპექტივა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აქტუალიზაცია; იუნესკოს–თან კონფლიქტის ზონებში არსებული ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით ურთიერთობების გააქტიურება; აფხაზეთში არსებული საკომუნიკაციო საშუალებების ქართულ სივრცეში ჩასმის საკითხები; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების საკითხი შესწავლა; კონფლიქტის მოწესრიგების ერთიანი ფონდის შესახებ საკითხზე მუშაობა.
- 2007 წ. დროებით კომისიაში მომზადდა და შ. მალაშხიას ავტორობით გამოიცა მონოგრაფია „კონფლიქტები. პროგნოზირება. საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“.
- 2008 წ. 28 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“, რომელშიც ნათქვანია: „საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები, გამოცხადდეს საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად. 2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გამოცხადდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად. 3. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა შეიარაღებული შენაერთი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენაერთებისა, გამოცხადდეს უკანონო შეიარაღებულ ძალებად“.
- 2008 წ. 30 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
- 2008 წ. 19 დეკემბერს პარლამენტმა დადგენილებით ცნობად მიიღო „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა“.
- 2011 წ. კომისიაში მომზადდა და შ. მალაშხიას ავტორობით გამოიცა მონოგრაფია „კონფლიქტების ანატომია“.
- 2009-2012 წწ. დროებით კომისიაში მისი თავმჯდომარის შ. მალაშხიას იდეითა და ინიციატივით შეიქმნა 17 დოკუმენტური ფილმი საერთი სახელწიდებით „ოკუპაცია“, რომლებშიც ერთმანეთტანაა შედარებული და ერთ რაკუსში განხილული კომუნისტური სსრკ-ს, შემდეგ პუტინის რუსეთისა და ფაშისტური გერმანიის მიერ სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების მიმართ განხორციელებული გენოციდისა და საკაცობრიო დანაშაულობათა ფაქტები.
- 2019 წ. 1 აპრილს, პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, შეიქმნა „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის“.
- დროებითი კომისიის თავმჯდომარეები: ვახტანგ ყოლბაია, ვასილ მაღლაფერიძე, აკაკი ბობოხიძე, შოთა მალაშხია, გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე, ირაკლი ბერაია, გიორგი ვოლსკი.