აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები.
ნუგზარ მგალობლიშვილი

ოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახვითი ხელოვნების სხვა დასხვა ჟანრსა და დარგში მოღვაწე მხატვრებს მათი შთაგონების უპ ირველესი წყაროს _ აფხაზეთის გარეშე უწევთ მოღვაწეობა.
სამწუხაროდ, ომით გამოწვეულმა ტრაგედიამ სიცოცხლე მოუსწრაფა მრავალ შესანიშნავ მხატვარს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ერთიანი ეროვნული კულტურის საგანძურში. სწორედ მათ მიერ გაკვალულ გზაზე, მიუხედავად უმძიმესი სოციალური პირობებისა, ღირსეულად განაგრძობენ მოღვაწეობას აფხაზეთიდან დევნილი თანამედროვე მხატვრები. იქნებ მშობლიურისადმი ნოსტალგიით არის გამოწვეული დევნილ ხელოვანთა განსაკუთრებული გახსნილობა სამყაროს მრავალფეროვნების აღსაქმელად, რაც მჟღავნდება შემოქმედების განსხვავებულ ტენდენციებში, ანუ ნაწარმოების იდუმალ სიმშვიდეში თითქოს ნაპირზე ზღვის შემოტევის ფეთქებადი სიძლიერე შეიგრძნობა, ან პირიქით _ მთიდან მოვარდნილი ქარის ზღვაში დაძირვის იდუმალება.
სწორედ დევნილობის მძიმე პირობებში მოღვაწე მხატვართა შემოქმედების პოპულარიზაციას, მათი ხელოვნების წარმოჩენას ისახავს მიზნად ამ ალბომის გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილია ყველა თაობისა და მსოფლმხედველობის, სახვითი ხელოვნების განსხვავებული ჟანრისა და მიმართულების მხატვართა ნაწარმოებები.