აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზი


	

 

აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი დიდი ხანია, ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოებაში და როგორც სახელისუფლებო წრეების, ისე ექსპერტებისა და სპეციალისტების აქტიური განხილვის საგანია. საკითხმა კვლავ შეიძინა აქტუალობა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიმართა რუსეთის სათათბიროს რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო პროექტში ჩართვის თხოვნით.

აფხაზმა „დეპუტატებმა“ რუსეთის სახელმწიფო დუმას განცხადებით მიმართეს და რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული რეგიონის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

https://m.sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20210209/1031807962/Abkhaziya-predlozhila-Rossii-otkryt-cherez-svoyu-territoriyu-zhd-soobschenie-s-Armeniey.html?mobile_return=no&fbclid=IwAR1mDPzQY_BKvZiIYeLeAQqC65fkGNTBBSxH0aM3CaIvyobHmyHcufcjDlc].

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სურს, ისარგებლოს იმ შეთანხმებით, რომელსაც მიაღწიეს რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიმდინარე წლის იანვარში და რომელიც ამ სამ ქვეყანას შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს. მოლაპარაკებების შედეგად მარშრუტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის, რაც სომხეთს საშუალებას მისცემს რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს (პირველად 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ). სომხეთის უმოკლესი სარკინიგზო გზა რუსეთის მიმართულებით, საქართველოზე გადის, თუმცა 200 კმ სიგრძის აფხაზეთის მონაკვეთი 1993 წლიდან უმოქმედოა.

რუსულენოვანი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმიდან მოსკოვში სპეციალური მოთხოვნა გაიგზავნა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ასტამურ ლოგუა, აცხადებს, რომ „აფხაზეთი მზად არის „თანაბარი უფლებებით მიიღოს მონაწილეობა“ რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნის პროექტში ...“.

სომხეთი დაინტერესებას არ მალავდა რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირის დამყარებით. მისი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი რუსეთის პრეზიდენტთან ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ ეს საკითხი მალე უნდა გადაწყვეტილიყო დადებითიად. მისი თქმით, პუტინმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ რკინიგზის საკითხის განხილვას აფხაზეთის პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან აპირებდა [იხ. http://reporter.ge/aphkhazethis-rkinigza-sasitsotskhlo-mnishvnelobis-savatchro-kvandzia/].

აფხაზი პოლიტიკოსები რკინიგზის გახსნას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას უკავშირებენ. კერძოდ, მათი მოლოდინით მილიონობით აშშ-ის დოლარის მოგების მიღებასთან ერთად, ეს პროექტი ხელს შეუწყობს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას. 

საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა არსებობდა. ბევრი ექსპერტი დადებითად აფასებდა ამ პროექტს და მისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებას პროგნოზირებდა. ასე მაგალითად, მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა, რომ ამ რკინიგზით სარგებლოს შეეძლებოდა ყველას  - რუსეთს, საქართველოს და სომხეთს. „ამით საქართველოს, როგორც სატრანსპორტო არტერიის როლი გაძლიერდება და გაიზრდება მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ტვირთები იმოძრავებს არა მარტო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.

ამ საკითხისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის აზრითაც სეპარატისტული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ინტერესებში შედის და ამ საკითხის დეოკუპაციის კონტექსტის გარეშე წამოწევა „დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული“ აქტია [იხ. https://civil.ge/ka/archives/151316].

საკითხისადმი არაერთგავროვანი, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებული მიდგომა მეტყველებს მის სირთულეზე, ერთი რამ კი არის ნათელი: ის კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, პირველ რიგში კი პროექტის შესაძლო თანმდევი საფრთხეების დეტალურად შესწავლას.

ზემომითითებული მასალების გარდა, წარმოგიდგენთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებში სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალას:

https://forbes.ge/aphkhazethze-gamavali-rkini/

https://iwpr.net/ka/global-voices/apkhazetis-rkinigza-sasitsotskhlo-mnishvnelobis-savachro-kvandzia

https://pia.ge/en/news/analitaka/ras-ukadis-aphkhazetis-rkinigzis-aghdgena-sakartvelos

https://commersant.ge/ge/post/afxazetis-rkinigzis-probdilema-politikuri-kavkasiuri-carcis-wre

https://www.livepress.ge/ap/tag/article/1-2019-04-25-07-02-58/18380-cikhelashviliafkhazethzegamavalisarkinigzomagistralisgakhsnaarganikhileba.html

https://report.ge/economics/afkhazeti-kartul-mkharestan-ekonomikuri-kavshiris-damqarebas-tsdilobs/

https://imedinews.ge/ge/politika/186533/sergei-shamba-apkhazetis-gavlit-sarkinigzo-mimosvlis-agdgenit-saqartvelots-unda-ikos-dainteresebuli

https://www.ekhokavkaza.com/a/31104185.html?fbclid=IwAR3X9ecPF3EBJqEoETZwyJF_8sx7oDLPHMwNTI-dkeFDlxhXiNVv4L-ktuI

https://www.international-alert.org/sites/default/files/Caucasus_RailwaysRehabilitationPt1_RU_2013.pdf?fbclid=IwAR3X9ecPF3EBJqEoETZwyJF_8sx7oDLPHMwNTI-dkeFDlxhXiNVv4L-ktuI