აფხაზეთის ეკონომიკა - თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
ბონდო გასვიანი

აფხაზური სეპარატიზმი საბჭოთა წლებში იძენს ორგანიზებულ ხასიათს. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთი სერიოზული გამწვავება ემთხვევა სსრკ-ის ახალი _ 1978 წლის კონსტიტუციის მიღების პერიოდს და მისი საბაბი ხდება აფხაზეთის სტატუსის საკითხი. 1985 წლიდან დაწყებული „პერეს ტროიკის“ შემდეგ საქართველოში დაიწყო ღია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რასაც მკვეთრად და უპირისპირებდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა.
ამან, თავის მხრივ, რუსეთის მიერ აფხაზთა სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში აფხაზეთი აგრარული რეგიონი იყო, ამიტომ, ტრადიციული უნიკალური პრაქტიკითა და ტექნოლოგიით, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ ადგილს იკავებდა მის ეკონომიკაში.
ეკონომიკის სფეროს რეანიმაციის მიზნით შემუშავებული „2000_2020 წლების აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია“ და „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამა“ დამტკიცებულია აფხა ზეთის ე.წ. პრეზიდენტის მიერ. აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტები გულისხმობენ აფხაზეთის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას.
აფხაზეთში ჯერ არ მომხდარა სრული პრივატიზაცია, თუმცა შემუშავებულია და ძალაშია „კანონი პრივატიზების შესახებ“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიწის პრივატიზებას, საკურორტო რაიონებში მისი ძალიან მაღალი ღირებულების პირობების გათვალისწინებით. მიღებული კანონი „იჯარის შესახებ“ საფუძველს იძლევა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის იჯარით გაიცეს საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში.
დეფაქტო აფხაზეთის არსებული სტატისტიკის მიხედვით, აფხაზეთში მუშაობს დაახლოებით 40 ათასი ადამიანი, ხოლო 53 ათასი პენსიონერია (აქედან მხოლოდ 36 ათასამდე ადამიანი იღებს ასაკის პენსიას) ყოველწლიურად დაახლოებით 53-70 მილიონი რუბლი გამოიყოფა ბიუჯეტიდან აფხაზეთის 53 ათას პენსიონერზე. საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონ რუბლს აღწევს. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, აფხაზ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ამ სფეროში ნორვეგიული გამოცდილების გამოყენება.
ტყის რესურსებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ,რომ აფხაზეთიდან უპირატესად რუსეთში ხის ძვირფასი ჯიშების ექსპორტი ხორციელდება უსისტემოდ, ყოველგვარი გარემოსდაცვითი რეგულაციების გარეშე, ნადგურდება ტყის მასივი და მასთან ერთად ფლორა და ფაუნა, რაც, საბოლო ჯამში, ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს.
დღეისათვის აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა რუსეთის ეკონომიკასთან ინტეგრაციას ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტულ სფეროდ მიიჩნევს, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ.
ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს:
- ეკონომიკური განვითარების მიღწეული დონის მიხედვით, აფხაზეთი მიეკუთვნება გარდამავალ ეკონომიკას;
- საწარმოო ძალების განვითარების დონით - მიისწრაფის ინდუსტრიულისკენ;
- ეროვნული ეკონომიკის გახსნილობის ხარისხით - ნაწილობრივ ღიაა;
- განვითარების სფეროთი - განუვითარებელია;
ქართველი და აფხაზი ხალხების ერთიან ისტორიაზე, მათ საერთო ბედზე, რუსეთის ცარიზმის ისტორიულ ზრახვებსა და მისწრაფებაზე სამხრეთ კავკასიაში მეტყველებს მუჰაჯირობის პოლიტიკა. რუსეთი მე-18 საუკუნეში ცდილობდა, გადასახლების გზით გაექრო აფხაზები, როგორც ერი, რის წინააღმდეგაც გამოდი ოდნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები გ. წერეთელი, ს. მესხი, გ. გურიელი და სხვები. იგივე პოლიტიკა ხორციელდება დღეს, როდესაც ხდება აფხაზთა სრული ასიმილაცია, მათი ეთნიკური ნიშნების გაქრობა. ცივილიზებული სამყარო ვალდებულია, გაილაშქროს რუსეთის ამ მეტად საშიში იმპერიალის ტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რადგან აფხაზები გაიზიარებენ მათი მონათესავე შაფსუგების ბედს, რომლებმაც განიცადეს იმპერიალისტურ რუსეთში სრული ასიმილაცია, დაკარგეს ენა, თვითმყოფადობა, კულტურა.
აფხაზეთის მოსახლეობის თანამედროვე ეთნიკური შემადგენლობა ჰეტეროგენიულია: ტერიტორიაზე ცხოვრობენ აფხაზები (124.5 ათასი), სომხები (67 ათა სი), რუსები (22 ათასი) და გენოციდისა და განდევნის შემდეგ დარჩენილი ქართველები (46,7 ათასი), ასევეუკრაინელები, ბერძნები, ესტონელები, ებრაელები და სხვები. ამდენად, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაციამ გამოიწვია დემოგრაფიული სურათის მნიშვნელოვანი ცვლა, რაც მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, ამ საუკუნის არც ერთ ომს არ მოჰყოლია ეთნიკური მოსახლეობის მასობრივი განდევნა საკუთარი ტერიტორიიდან, მისი გენოციდი. ეს არ მომხდარა არც საქართველოს მძიმე ისტორიულ წარსულში მურვან ყრუს (735-737 წწ) თუ შაჰ აბასის (1615-1625) შემოსევების დროს.
აფხაზეთში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია სანაპირო ზოლია სადაც მდებარეობს ყველა დიდი ქალაქი. ომის შემდეგ, აქ გადმოსახლდა სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ძირითადად აფხაზები, რომლებიც ჩასახლდნენ ქართველების მიერ იძულებით მიტოვებულ საცხოვრისში. რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 93% კონცენტრირებულია ამ სარტყელში.
1992-1993 წლების ომის შედეგად მოხდა გარკვეული დეურბანიზაცია. ქართველი მოსახლეობის მიერ აფხაზეთის იძულებითი დატოვების გამო, ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი 2-ჯერ შემცირდა, ცენტრალური ქალაქების მიხედვით ქართული მოსახლეობის იძულებით დანატოვარ სახლებში შესახლდა აფხაზი მოსახლეობა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქალაქად მცხოვრები აფხაზების რიცხვი. კრასნოდარის მხარიდან მასობრივი მიგრაციის გამო გაგრაში სომეხთა რაოდენობა გაუტოლდა აფხაზებს, ხოლო გულრიფშში გადააჭარბა კიდევაც. ამით არის მოტივირებული ის, რომ რუსეთმა აამოქმედა მისთვის კარგად ნაცადი ინსტრუმენტი: აფხაზეთის ტერიტორიაზე სომხური ავტონომიების მოთხოვნით აფხაზების შემდგომი დამორჩილების მექანიზმი. გულრიფშის რაიონში მიგრანტი სომხები დღესაც აქტიურად ითხოვენ კულტურულ ავტონომიას.
ენგურჰესიდან აფხაზეთში ელენერგიის მოუწესრიგებელი მზარდი მოხმარება მნიშვნელოვან ტექნიკურ სირთულეებს აჩენს:
- მიუხედავად იმისა, რომ ენგურჰესი თბილისის ცენტრალურ სადისპეტჩეროს ექვემდებარება, ზამთრის განმავლობაში მისი გამოყენება ვერ ხდება თავისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებით
- ენერგოსისტემის რეჟიმებისა და პიკური დატ ვირთვების დასაბალანსებლად, რაც სისტემის საიმედოობაზე უარყოფითად მოქმედებს. სისტემის მანევრულობის შეზღუდვით იზღუდება განახლებადი ენერგიის წყაროების (ქარი, მზე) განვითარებისა და ქსელში ინტეგრირების შესაძლებლობა;
ასევე იკარგება შესაძლებლობა, რომ საქართველოს ენერგოსისტემამ მონაწილეობა მიიღოს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის პიკური დატვირთვების დაფარვაში, რითაც რეგიონული თანამშრომლობის და შესაბამისი შემოსავლების მიღების პერსპექტივებიც იკარგება.
- საფრთხეს წარმოადგენს ასევე წყალსაცავის არა რეჟიმული დამუშავება, რამაც კაშხლის უსაფრთხოების პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.
- გროვდება მასშტაბური ტექნიკური პრობლემები.
ვინაიდან ენგურის ტარიფი ითვლება საერთო მისაღები შემოსავლებიდან, აფხაზეთიდან მიუღებელი შემოსავლები აკლდება თუნდაც სადგურის გრძელვადიანი კაპიტალური შეკეთების სარეაბი ლიტაციო ფონდებს. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ბოლო პერიოდში ენგურჰესის ტექნიკური მდგომარეობა უარესდება, ამასთან იზრდება გრძელვადიანი მასშტაბური რეაბილიტაციის აუცილებლობა. ასეთი პრობლემებიდან აღსანიშნავია წყალსაცავის დალამვა, რაც ართულებს მისაყრდნობი ფარების ოპერირებას, ეს კი წყალსა ცავში წყლის დონის რეგულირებას უშლის ხელს, რაც, თავისთავად, თაღოვანი კაშხლის უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის; ასევე აღსანიშნავია სადერივაციო გვირაბის მოსახვის გაუარესებული მდგომარეობა, რაც წყლის ფილტრაციის გაზრდილი ხარჯებით გამოიხატება სადერივაციო გვირაბის გასწვრივ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ენერგეტიკული გამოძალვა ათწლეულებია გრძელდება და ტექნიკურად, პოლიტიკურად და ფინანსურად ჩიხში შეჰყავს როგორც აფხაზეთის ენერგომომარაგება, ასევე მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უყაირათოდ იკარგება ელექტროენერგია, რომლის სასარგებლო გამოყენება შეიძლება ეკონომიკაში ან სულაც ექსპორტით შემოსავლის მისაღებად. ქართული მხარის ცალმხრივი ზრუნვა ენგური-ვარდნილი ჰესების კასკადზე სულ უფრო მეტი ხარჯის და ნაკლები სარგებლის მომტანია და დიდხანს ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, ურთიერთობათა არსებული სტატუსი არ იძლევა ენგურჰესის სრულფასოვანი ექსპლუატაცი ისა და აფხაზეთის ენერგომომარაგების გაუმჯობესების სტიმულსა და შესაძლებლობას.
რკინიგზის გახსნა-არგახსნაში არის სტრატეგიული პოლიტიკური საკითხიც. სომხეთზე დიდია რუსეთის გავლენა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. როგორც ირკვევა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სომხეთი არ დაემორჩილა რუსეთის მოთხოვნას, გამოყენებული ყოფილიყო სომხეთში განლაგებული რუსეთის საჯარისო შენაერთები და ავიაცია საქართველოს წინააღმდეგ. სომხეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს სატრანსპორტო (მათ შორის რუსეთთან დამაკავში რებელი მაგისტრალური გაზსადენი) ინფრასტრუქტურა სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია სეპარატიზმისა და საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლო მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში, რუსეთის მხრიდან პროვოცირებული ქმედებების მხარდაჭერის კუთხით.
სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IჩAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. ამდენად, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან ამისთვის აფხაზეთს სჭირდება საქართველოს ნებართვა. სოხუმის აეროპორტში ფრენებს ვერ განახორციელებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნებიც. რუსები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდონ აფხაზეთში. კრემლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ორი მიმართულება დარჩა - ყირიმი და აფხაზეთი. შესაბამისად, საქართველოსთან ფრენების აკრძალვის გამო უნდა, რომ ეს ტურისტები გადაანაწილოს ყირიმსა და აფხაზეთში.
აფხაზეთში არსებობს ამბიციური გეგმები, რომ ქვეყანა გადაიქცეს მთავარ სატრანსპორტო კერად ევროპასა და აზიას შორის. აქ არსებობს სატრანზიტო სარკინიგზო გზა როსტოვი - სოხუმი - ერევნის მიმართულებით, ახლა ის მოქმედებს მხოლოდ სოხუმამდე. აფხაზეთში სულ სამი ნავსადგურია, რუსეთის სამხედრო გემების მომსახურების მიზნით ერთი ნავსადგური აშენდება ოჩამჩირეში. აფხაზეთში მდებარეობს ორი აეროპორტი, რომელთაგან გუდაუთაში განთავსებული სამხედრო აეროპორტი აღჭურვილია 4-კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკით, რომელსაც შეუძლია მიიღოს ფართო ტანის თვითმფრინავი, რომლის ტევადობა 200 ტონამდეა. აფხაზეთის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა მთავარი პრობლემაა, რომელიც მის განვითარებას აფერხებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბანკისა და აფხაზეთის ეროვნული ბანკის თანამ შრომლობა ფართოვდება. აფხაზეთში საგადასახადო საშუალება რუსული რუბლია. ქვეყნის მთლიანი სა ბანკო აქტივების დაახლოებით მეოთხედი კონცენტრირებულია სამ საფინანსო და საკრედიტო ორ განიზაციაში.
სეპარატისტული რეჟიმისა და საოკუპაციო ძალის მიერ აფხაზეთის ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ არარაციონალური, მომხმარებლური დამოკიდებულებისა და გარემოს დაბინძურების პროცესების მიმართ უყურადღებობის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში საგანგაშო ეკოლოგიური ვითარება ყალიბდება.
გარდა ინერტული მასალების მოპოვებისა, აფხაზეთის უნიკალურ ბუნებას დიდ ზიანს აყენებს ხეტყის უკანონოდ და დაუგეგმავად გაჩეხა, დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა. ეს პროცესი ჯერ კიდევ აფხაზეთში ე.წ. „მშვიდობისმყო ფელების“ ყოფნის დროიდან დაიწყო, რომლებიც მფარველობას უწევდნენ და ხელს უწყობდნენ ადგილობრივ კრიმინალებს აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების გაჩანაგებასა და რეგიონის ფარგლებს გარეთ გატანაში.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ საშიში ნივთიერებების გადმოტანის შემთხვევები 2008 წლის შემდეგაც დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც, აფხაზური მხარის მტკიცებით, რუსეთმა რადიოაქტიური მასალების სამარხები თავის ტერიტორიაზე გადაიტანა და მათი უტილიზაცია მოახდინა. ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ საგანგაშო ეკოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით მოყვანილი ფაქტები და მასალები ძირითადად ღია წყაროებიდან და ექსპერტების გამოსვლებიდან არის აღებული. იმის გამო, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ადრე მოქმედი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გაწვეულია და მათი წარმომადგენლები იქ შესვლას ვერ ახერხებენ, თავისთავად, კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმიც არ არსებობს.
სოციალურ-ეკონომიკური არასტაბილურობა, კორუფცია, ნეპოტიზმი, კრიმინალი ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ობიექტური მი ზეზები, დსთ-ს ზოგიერთი ქვეყნის მიერ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, იყო ეკონომიკური განვითარების წარუმატებელი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის, აფხაზეთში ეროვნული ეკონომიკისა და მეწარმეობისთვის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორები.
აფხაზეთში პოლიტიკურ პარტიებს, მოძრაობებსა და საზოგადოების სხვა სოციალურ ჯგუფებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები ეკონომიკური განვითარების შესახებ. ამასთან, ოკუპანტის პოლიტიკური ზეწოლით, დომინირებს მოსაზრება, რომ აფხაზეთის ეკონომიკა ვერ განვითარდება ეფექტიანად რუსეთის ეკონომიკური სისტემების ბიზნეს-სუბიექტების ფართომასშტაბიანი მონაწილეობის გარეშე. საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით რუსეთის მიერ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებამ 2008 წელს შექმნა ხელსაყრელი პირობები მისი ეკონომი კური ანექსიისთვის.
რუსული პროპაგანდისტული მანქანა ინვესტიციებს აფხაზეთში წარმოაჩენს, როგორც ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის დაჩქარების, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ეკონომიკის რეალურ სექტორში ახალი ტექნოლოგი ების დანერგვის და წარმოების ორგანიზებასა და მართვაში ინოვაციური მეთოდების ათვისების ძირითად ფაქტორს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეების საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას და აქტივობას უცხოურ ბაზრებზე. სინამდვილეში კი რუსეთის პოლიტიკა ორიენტირებულია საქართველოს ამ რეგიონის ეკონომიკურ დაკაბალებაზე. აფხაზებს აჩვევენ იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის გარეშე მათ განვითარების პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ მიზნით რუსეთის მიერ მიმდინარეობს აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის ინ ტენსიური მოსყიდვის პროცესი. რუსული ინვესტიციები პირდაპირ თუ ირიბად ილექება სეპარატისტული ლიდერების ჯიბეებში, მოსახლეობა კი კვლავინდებუ რად უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.
აფხაზეთის ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო პარტნიორია ოკუპანტი რუსეთი, რომლის წილი მთლიან ბრუნვაში 70% -ზე მეტია. შემდეგ მოდის თურქეთი და სომხეთი.
აფხაზეთში, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა კრიმინა ლურიეკონომიკა, რომელიც აწყობს იმპერიალისტურ რუსეთს, რომლის ძირითად მიზანს შეადგენს აფხაზი მოსახლეობის გაღარიბება და მისი სრული ეკონომი კური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დამორჩილება, მისი ლოიალობის მოპოვება არა საკუთარი, თვითკმარი ეკონომიკური სისტემის ფორმირებით, არამედ რუსეთის ეკონომიკური ინექციების ხარჯზე, რომლებიც კრიმინალური ბუნებისაა და რუსეთის მიერ გამოიყენება, როგორც აფხაზებზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. მიზანი ერთია: რუსეთს სურს აფხაზეთის მოსახლეობის გაღარიბება, მისი ეკონომიკური ექსპანსია პოლიტიკური ელიტის მოს ყიდვის გზით, ადგილობრივი მოსახლეობის მხსნელის როლის თამაში.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეგიონები, რომელთა არსებობა წარმოადგენდა პოლიტიკური კონფლიქტების შედეგს, სადაც სრულიად იგნორირებული იყო და არის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კანონიერი ინტერესები, სადაც საშიშ მასშტაბებს აღწევს კონტრაბანდა, აქტიურად მიმდინარეობს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მომზადება და იარაღით ვაჭრობა, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობა და დაუცველი საზღვრები, რუსეთის ხელისუფლების მიერვე ტერორიზმის ეპიცენტრად აღიარებულ ჩრდილო კავკასიასთან ერთად წარმოადგენენ განსაკუთრებული საშიშროების ზონებს, სადაც პრაქტიკულად დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან კრიმინალები, იმყოფებიან ღრმა ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში;
უკანონო ხელისუფლებას ხელისუფლებაში საკუთარი ყოფნის ვადის გასახანგრძლივლებლად (მათ შორის შეიარაღებული ფორმირებების უზრუნველყოფი სათვის) ესაჭიროება სოლიდური სახსრები;
ფსევდოეროვნული ბანკებისა და ეკონომიკური სფეროს მარეგლამენტირებელი არაქმედითი და უკონტროლო საქმიანობის ინტერესებისადმი დაქვემდებარებული კანონმდებლობისა და მიღებული დადგენილებების პირობებში პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ აღმავლობას;
ე. წ. აფხაზეთის ბანკები ფუნქციონირებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე, არ ემორჩილებიან საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ პრინციპებს, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ნორმებს და, აქედან გამომდინარე, არაკანონიერ სამეწარმეო სტრუქტურებს წარმოადგენენ;
რეგიონში მოქმედი ფულადი გზავნილების არალეგიტიმური სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა გატარების შესაძლებლობას, რითაც რეგიონს მეტად მიმზიდველს ხდის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;
აფხაზეთის რეგიონი ფულის გათეთრების საერთაშორისო დერეფნად შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირებისა და კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, რომლებსაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის მონაწილე სხვა ქვეყნებსა და ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებოდათ აღნიშნული ქმედების განხორციელების პროცესში;
საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მიერ არა კონტროლირებადი აფხაზეთის რეგიონში შექმნილი სიტუაცია უდიდეს საშიშროებას ქმნის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების თვალსაზრით.